პროექტის შესახებ

პროექტის შესახებ
კითხვარი პროექტის შესახებ
მე ჩავატარე კითხვარი გარემოს დაბინძურების შესახებ:ჩემს კითხვარს (90%) გოგოებმა მიპასუხეს,(80%) საქართველოდან იყო,(80%) იყო სტუდენტი.  რესპოდენტები ფიქრობენ,რომ გარემოს დაბინძურება ნიშნავს გარემოს დაბინძურებას. რესპოდენტების (90%) იცავენ გარემოს დაბინძურებისაგან, უმრავლესობას ხშირად ხვდებათ  გარემოს დაბინძურების შემთხვევა. რესპოდენტების (90%) არ აბინძურებს გარემოს,(60%) ფიქრობს,რომ გარემოს დაცვა ძალიან აუცილებელია.(60%) ფიქრობს,რომ ქალაქებში უფრო მეტი აბინძურებს გარემოს.(60%) ფიქრობს,რომ სახელმწიფო ზრუნავს გარემოს სისუფთავეზე.რესპოდენტების (80%) ფიქრობს ,რომ სახელმწიფოც და მოქალაქეც უნდა იზრუნოს გარემოს სისუფთავეზე.(100%) ფიქრობენ,რომ  ჯანმრთელობისთვის საფრთხეა დაბინძურებული გარემო. (100%) ფიქრობენ,რომ  დაბინძურებული გარემო ზრდასრული ადამიანისთვისაც და ბავშვებისთვისაც არის საფრთხე.

გარემოსდაბინძურება
დაბინძურება — დაბინძურებული ნივთიერებების შემოტანა ბუნებრივ გარემოში, რომელიც იწვევს ცვალებადობას, არეულობას, ზიანს ან დისკომფორტს ფიზიკურ სისტემებსა თუ ცოცხალ ორგანიზმებში. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფორმა საყოფაცხოვრებლო ნაგვის დაყრაა, თუმცა გაცილებით უფრო სერიოზულ ზიანს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა საქმიანობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მოქმედების ნარჩენი პროდუქტები იწვევს, რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც და ნიადაგსაც.
გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ექვსასი წლის წინ ლონდონის თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით — სქელი კვამლით — იყო სავსე. დროთა განმავლობაში მრავალი კანონი გამოიცა, რათა ზოგიერთი სახის დაბინძურება შეწყვეტილიყო. დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს, რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ.წყარო
წყლის დაბინძურება
წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა . ყოველი  ჩვენთაგანის  მიერ ამ  ფაქტის  გაცნობიერების მიუხედავად, ჩვენ ვაბინძურებთ მდინარეებს, ტბებს, ზღვებსა  თუ ოკეანეებს. შესაბამისად, ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას იმ დონემდე, რომ  ცოცხალი ორგანიზმების განადგურება უკვე საგანგაშო მაშტაბებს იღებს. ამასთან ერთად , უარესდება სასმელი წყლის ხარისხიც და იზღუდება წყლის რეკრეაციული  მიზნით გამოყენება. თითოეული ჩვენთაგანის ჩართვა პრობლემის არსის  გაგებასა და მოგვარებაში აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია. მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიაქტების  დაბინძურების მიზეზი  შეიძლება  იყოს საწარმოებიდან გამომავალი გამდინარე  წყლები, გაუმართავი საკანალიზაციო  სისტემები  და არასათანადო გამწმენდი  ნაგებობები, სასოფლო სამეურნეო მიწებიდან თუ დასახლებული  პუნქტებიდან წვიმის შედეგად წარმოქმნილი  გამონადენები, და სხვა. ზოგადად განასხვავებენ დაბინძურების წერტილოვან  და  დიფუზურ წყაროებს. წერტილოვან  წყაროს  მიეკუთვნება მაგალითად, ქარხნებიდან  მილის  საშუალებით დაბინძურებული  წყლის  გავსება მდინარეში. წვიმების შედეგად წარმოქმნილი  ნიაღვრებით წყლის  ობიექტების მრავალ წერტილში ერთდროულ დაბინძურებას კი დიფუზურს უწოდებენ.  უნდა აღინიშნოს, რომ  ტექნიკური ტვალსაზრისით გაცილებით ადვილია დაბინძურების წერტილოვანი წყაროს ლიკვიდაცია ( ვთქვათ, გამწმენდი ნაგებობის დაყენების გზით), ვიდრედიფუზური წყაროდან წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრა. და მაინც, რა არის წყლის დაბინძურება? წყლის დაბინძურება გულისხმობს ადამიანის საქმიანობის შედეგად წყალსატევების ნივთიერებების ჩაშვება ისეთი კონცენტრაციით, როცა მათი ბუნებრივი გაუვნებელყოფა ვეღარ ხორციელდება და ადგილი აქვს წყლის ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებას. წყლის  ობიექტების ხარისხის გაუარესების მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ქიმიური და სამრეწველო პროცესები, საყოფაცხოვრებო საქმიანობები, ჭარბი სითბო და ა. შ. ელექტროენერგიის გამომუშავებელი სადგურებიდან მდინარეებში ჩაშვებული გაცხელებული წყალი მდინარეების თერმულ დაბინძურებას იწვევს.წყარო
ჰაერის დაბინძურება
“დაბინძურებული ჰაერი აზიანებს არა მხოლოდ ბავშვის განუვითარებელ ფილტვებს, არამედ შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ ჩამოუყალიბებელ ტვინს და შესაბამისად, მათ მომავალს” - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი ლეიკი. “იუნისეფმა” 6 დეკემბერს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დედამიწაზე მცხოვრები ერთ წლამდე ასაკის ჩვილი ბავშვები გონებრივი განვითარების დაზიანების რისკის ქვეშ იმყოფებიან. მათი რაოდენობა დედამიწაზე 17 მილიონს აღწევს.
ბავშვის მომავალი განვითარებისთვის სიცოცხლის პირველ ათას დღეს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ პერიოდში ახალშობილის თავი ტვინი ყველაზე კრიტიკული და სწრაფი ზრდის პროცესშია. შესაბამისად, რისკი მაღალია და თანაც - ბევრნაირი. ანგარიშში ჩამოთვლილია ის გზები, რითაც ტოქსიკურ ჰაერს ახალშობილის თავის ტვინის დაზიანება შეუძლია. რისკები მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანას ეხება, მაგრამ პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხომ თბილისში ჰაერის დაბინძურება თითქმის 3-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას.
ნიადაგის დაბინძურება
მიწა დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი არსების მთავარი საცხოვრებელი ადგილია. ამ საცხოვრებლის თავისებურებებისა და ხარისხისათვის ზიანის მიმყენებელ ყველა სახის მოვლენას ნიადაგის დაბინძურება ეწოდება. ნიადაგის დაბინძურება პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას ახდენს ყველა ცოცხალ არსებაზე.
ნიადაგის დაბინძურების შემქმნელი ფაქტორების უმრავლესობა ადამიანის მიერაა გამოწვეული.
-საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ნარჩენების პირდაპირ გარემოში გადაყრა,
- გამონაბოლქვი გაზები, სასოფლო სამეურნეო წამლები და ქიმიური სასუქები,
-ჰაერის დამბინძურებელი მავნე გაზების წვიმის შედეგად მიწაში შერევა,
-ტყეების განადგურების შედეგად გამოწვული ნიადაგის ეროზია - ნიადაგის დაბინძურების მთავარი მიზეზებია.
ნიადაგის დაბინძურება მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებების ბალანსს არღვევს. არაბუნებრივი მკვრივი ნივთიერებები ნიადაგში გროვდება და მიწის ფიზიკურ თავისებურებებს ცვლის. ქიმიური ნარჩენები ნიადაგში არსებულ კულტურულ მცენარეებს ერევა და მათ ბიოლოგიურ თავისებურებებზე უარყოფით გავლენას ახდენს. ნიადაგში დაგროვილი მძიმე მეტალები, გაზები და სხვა ნარჩენები მცენარეების განვითარებასა და ხარისხს აუარესებს. ნიადაგში მიმდინარე ეს უარყოფითი ცვლილებები ჯაჭვურად ვრცელდება და მცენარეებში, ცხოველებსა და ადამიანებში გადადის. ამის აღმოსაფხვრელად კი
-საჭიროა სასოფლო სამეურნეო წამლებისა და სასუქის ისეთი დოზით გამოყენება, რომ ნიადაგს ზიანი არ მიაყენოს,
-მყარი ნარჩენები, რომლის გადამუშავებაც ვერ ხერხდება, სათანადო ფორმით უნდა იქნას გაუვნებელყოფილი,
-განსკუთრებით სახიფათო ნივთიერებების შემცველი დაბინძურებული წყალი ნიადაგში გაფილტვრის გარეშე არ უდნა იქნას ჩაშვებული,
და ყველაზე მნიშვნელოვანი, ნიადაგის დაბინძურების საკითხზე საჭიროა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.
ნიადაგის დაბინძურება სერიოზულ გავლენას ახდენს ეკოსისტემაზე და ამასთანავე საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის, ასევე სხვა ცოცხალი არსებების სიცოცხლეს. ჯანმრთელი მომავლისა და საცხოვრებლად ვარგისი დედამიწისათვის ნიადაგის სისუფთავის შენარჩუნება ყველას მოვალეობაა.
შავი ზღვის დაბინძურება
შავი ზღვის ეკოსისტემის დეგრადაციის პირველი ნიშნები გასული საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა. მას შემდეგ ეკოლოგიური ვითარება უფრო და უფრო გაუარესდა. მაგრამ დღეს ადამიანი უკვე მეტი შეგნებით ეკიდება გარემოს დაცვას: ნელ-ნელა მცირდება მავნე ზემოქმედება ეკოსისტემაზე და უმნიშვნელო, თუმცა იმედისმომცემი გაუმჯობესებაც შეინიშნება. ნაოსნობის, თევზჭერისა და სამეურნეო საქმიანობის გარდა, შავი ზღვა წიაღისეულის მოპოვების, ტურიზმის, დასვენებისა და სამხედრო მიზნებისთვისაც გამოიყენება. გარდა ამისა, ურბანული განვითარება, მრეწველობა, ჰიდროელექტრო და ბირთვული ენერგიის გამოყენება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და ნიადაგის ათვისება დიდად ვნებს შავი ზღვის აუზსა და ფსკერს. შავი ზღვის ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის: • ზღვის დაბინძურება (მყარი თუ თხევადი მავნე ნარჩენები). • ზღვის ფსკერის, სანაპიროსა და მდინარეების ფიზიკური ცვლილებები. • ბუნებრივი რესურსების შეუქცევადი გამოფიტვა გადამეტებული ექსპლუატაციის გამო. ხელოვნური დაბინძურება შავი ზღვის უმთავრესი ეკოლოგიური პრობლემაა, რომელსაც ქმნის საყოფაცხოვრებო, სამრეწველო, ატმოსფერული და მდინარეების მიერ ჩატანილი მავნე ნარჩენები, ასევე გემებიდან შეგნებულად თუ შეუგნებლად ჩაცლილი ნაგავი. შავ ზღვას საფრთხეს უქმნის ქიმიური (ორგანული მარილები, ნავთობპროდუქტები, მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები და მიკროელემენტები) და რადიაქტიური ნივთიერებები, მყარი ნარჩენები და შემოჭრილი (არამკვიდრი) ცოცხალი ორგანიზმები.წყარ

No comments:

Post a Comment